სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს - წინასწარი შედეგები – გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია და ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი კონკურსი (2025-26 შემოდგომის სემესტრი)
გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსში - "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ყველა სტუდენტმა (2-8 სემესტრი), რომელთაც წინა სემესტრის შეფასება ჰქონდათ 91 ქულა და მეტი (ასეთია სავარაუდო 351 სტუდენტი), მოიპოვა სტიპენდია (იხილეთ სია).
დროში შეზღუდულობის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გამო, სია დამატებითი აქტივობების ქულებით გამოქვეყნდება მოგვიანებით (ეს არ აფერხებს სტიპენდიის მიღებას). სტატუსი სავარაუდო გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ სტუდენტი შეიძლება ამოღებულ იქნეს სიიდან თუ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
1.ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული;
2.ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულია და მასზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის თანახმად, გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.
3. წინა სემესტრში შერულებული აქვს მინიმუმ 30 კრედიტი;
ასევე სიას შესაძლოა დაემატოს სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმს, მაგრამ რაიმე მიზეზით გამორჩენილია სიაში.
ასეთმა სტუდენტებმა დაუყოვნებლივ დაგვირეკეთ: 577799740
სიაში მყოფ სტუდენტებს, ვისაც არ გამოუგზავნიათ პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტი, ვთხოვთ, სასწრაფოდ გადმოაგზავნონ: პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (PDF დოკუმენტი) და საბანკო რეკვიზიტი (PDF დოკუმენტი), პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით შემდეგ მეილზე: stipendiaeab@tsu.ge საბანკო რეკვიზიტის ჩამოტვირთვა ელექტორნულად PDF დოკუმენტის სახით შეგიძლიათ ინტერნეტბანკიდან, ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის მობაილ-ბანკიდან.
სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობის მიზნით, სიაში წამოდგენილია "სტუდენტის ID", რომელიც ყველა სტუდენტს შეუძლია იხილოს საკუთარ uni.tsu.ge-ს ბაზაში, სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის განყოფილებაში.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თუ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არის რაიმე სახის შეფერხება.
დამატებითი კონკურსი (2025-26 შემოდგომის სემესტრი)
რამდენადაც სავარაუდოდ 9 ადგილი უნდა განაწილდეს სტუდენტებზე, რომელთაც აქვთ 91 ქულაზე ნაკლები, გთხოვთ, ასეთი ქულის მქონე სტუდენტებმა დაუყოვნებლივ 2025 წლის 12 დეკემბრის 15:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეილზე stipendiaeab@tsu.ge იხელმძღვანელეთ იგივე მოთხოვნებით, რაც იყო ძირითადი კონკურსის დროს გამოცხადებული.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხოლოდ მობილურ ნომერზე (მეილზე დროულად ვერ გიპასუხებთ): 577799740
გისურვებთ წარმატებას!